როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
რეფლექსია
კვლევის პრეზენტაცია შედგა 11ივნისს ( იხილეთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში და რეფლექსია ). პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის
დირექტორი, ქალბატონი ელენე ფუტკარაძე, შეფასების ჯგუფის წევრი რუსუდან
გორგაძე, ფასილიტატორი ბელა ნავდარაშვილი, კოლეგები: ლია ცნობილაძე, ხათუნა
წულაძე, ეფემია სონიშვილი, ირინა სალია, ნანი არდია.
კოლეგების აზრით ,,კვლევა არის მნიშვნელოვანი თემატურად . კოლეგებისთვის
გამოყენებადი მეთოდებითა და აქტივობებით. შინაარსობრივად, სტრუქტურულად
გამართული. რაც მთავარია სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული “ძლიერი მხარეა თემის აქტუალურობა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის შედეგებზე.“
,,კვლევა არის საკმაოდ ძლიერი. მე მივიღეე გამოცდილება და ვეცდები ჩემს
კვლევაში გავითვალისწინოს მოსმენილი აქტივობები“
,, მომეწონა შერჩეული თემა, რადგან ძალიან აქტუალურია ეს პრობლემა დაწყებით
კლასებში, კარგი იქნება თუ სხვა პედაგოდებიც იხელმძღვანელებენ ამ კვლევაში
წარმოდგენილი ინტერვენციებით.
,,საკითხი მეტად აქტუალურია, რადგან ბუნებისმეტყველების სწავლა ბავშვების
უმრავლესობას უჭირს. კვლევა საკმაოდ მრავალფეროვანია თავისი ინტერვენციებით,
არის სტრუქტურირებული და თანმიმდევრული.“
,,სასურველი იყო კითხვების რაოდენობა მეტი ყოფილიყო.“
https://drive.google.com/file/d/16O3uwd0ExRJQretTLbyfzJYYcBi4Ypq7/view
No comments:
Post a Comment